საქართველოს სამედიცინო სიახლენი არის ყოველთვიური სამეცნიერო სამედიცინო რეცენზირებადი ჟურნალი, როლემშიც რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე ქვეყნდება ექსპერიმენტული, თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ორიგინალური სამეცნიერო სტატიები მედიცინისა და ბიოლოგიის სფეროში, მიმოხილვითი სტატიები, რეცენზიები.

ჟურნალი წარმოადგენს სარედაქციო კოლეგიისა და აშშ-ის მეცნიერების, განათლების, ინდუსტრიისა და ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების საერთაშორისო აკადემიის ერთობლივ გამოცემას.

ჟურნალი შესულია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის კატალოგსა და საერთაშორისო კატალოგებში: "Ulrich's International Periodicals Directory" და "Medical and Health Care Serials in Print".

ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები რეფერირდება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის რეფერატულ ჟურნალში და ინახება მედიცინის მონაცემთა ბაზაში.

© საქართველოს საქმიანი პრესის ასოციაცია
© მეცნიერების, განათლების, ინდუსტრიისა და ხელოვნების საერთაშორისო აკადემია